ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნა

პირველად საქართველოში, ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის ჟესტური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები შეიქმნა, ასევე ამოქმედდა ბილინგვური პროგრამა. დღეს, თამარ სანიკიძე თბილისის სმედაქვეითებულ ბავშვთა 203-ე სკოლა-პანსიონს ეწვია და პირდად გაეცნო როგორ მუშაობენ მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით.

პირველი შემთხვევაა, როდესაც სმენის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის ისეთი სახლმძღვანელოები შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებთ მათ დაწყებით საფეხურზე  ჟესტური ენის ათვისებას, ქართულისა და მათემატიკის პროგრამის დაძლევას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების სპეციალური პროგრამა არ არსებობს. მათთან ურთიერთობა ჟესტური ენის არცოდნის გამო გართულებულია, შეფერხებულია ინფორმაციის მიწოდება, სიტყვის მნიშვნელობის გაგება. 

სმენის პრობლემის მქონე ბავშვი პირველ კლასში მოუმზადებელი მიდის, ამიტომ  მასთან კომუნიკიცია გაძნელებულია. ახალი სახელმძღვანელოები ადვილად ხსნის ამ პრობლემას. სახელმძღვანელოებში უხვად არის ილუსტრაციები, მინიშნებები, ანალოგიები და ა.შ. რაც უადვილებს ბავშვებს აღქმას.

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტებმა  დონორი ორგანიზაციის USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.

203-ე  სკოლა-პანსიონში დღეისათვის 174 მოსწავლე ირიცხება. სპეციალური კლასია გახსნილი კოხლიარული იმპლანტის მქონე მოსწავლეებისათვის, დანერგილია ჟესტური ენა და  მიმდინარეობს მეტყველების გაკვეთილები.

ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოებით სარგებლობს თბილისის 64-ე საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე რამდენიმე მოსაწვლეც. 2013 წლის  1 ოქტომბრიდან 64-ე საჯარო სკოლაში ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის, ინტეგრირებული კლასი გაიხსნა. ხმოვანი გარემო მოსწავლეებს ნარჩენი სმენის მეტად განვითარების საშუალებას აძლევს. 

გარდა ამისა, სამინისტრომ გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის ”სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება.” გზამკვლევი პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას სმენის დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების სფეროში ჩატარებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებს აცნობს. მასწავლებლის გზამკვლევი უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე