ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება

საჯარო სკოლების დირექტორთა მორიგი სერტიფიცირების პროცესი იწყება. ამ თემაზე დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა. კანდიდატთა  რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.

კონკურსში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათ შორის, იმ პირებსაც,  რომლებმაც წინა სერტიფიცირების პროცესი წარუმატებლად დაასრულეს.

სერტიფიცირების მიზანია კონკურსანტის პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების შეფასება. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება - ტესტირება და გასაუბრება.   ტესტირება   29-30 მარტს, ელექტრონული ფორმით ჩატარდება.

დაინტერესებულ პირებს, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 4 მარტიდან ვებგვერდზე http://directors.mes.gov.ge/.

საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.

სერტიფიცირებულ დირექტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დირექტორების შესარჩევ კონკურსში. სერტიფიცირების პროცესისა და დირექტორების შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე