ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეეებისათვის ახალი კომპიუტერული თამაშები შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსების - კომპიუტერული თამაშების პრეზენტაცია გაიმართა.

სწავლების დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო გარემო მოსწავლეს აძლევდეს ცოდნის დადებით ემოციურ გარემოში მიღების საშუალებას. თამაშით სწავლა პრიორიტეტულია აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის შერჩეულ სწავლების მეთოდებს შორის. დიდაქტიკური თამაშები უყალიბებს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემის გადაჭრის, შემოქმედებითად აზროვნების უნარ-ჩვევებს, პედაგოგს კი აძლევს თითოეულ მოსწავლის სასწავლო საჭიროებებზე მორგების საშუალებას.

ამ მიზნით, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) მჭიდრო თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე წელია მუშაობს  მეთოდური და შინაარსობრივი თვალსაზრისით გამართულ საგანმანათლებლო ელექტრონული ინტერაქტიული თამაშების შექმნაზე.

2013-2014  სასწავლო წლისათვის შექმნილი ახალი  კომპიუტერული თამაშები  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეეებისათვის მოიცავს ქართული ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, მუსიკის და ხელოვნების თემატიკას. კომპიუტერული თამაშები ერთგვარი ვირტუალური ლაბორატორიებია, რომელთა მეშვეობით მოსწავლე ხდება მკვლევარი, სწავლობს და იმეცნებს ხალისით და აქტიურად. ამ სახალისო თამაშებში დაცულია სასწავლო მასალის თანმიმდევრულობა,  შეესაბამება საგნობრივი  პროგრამების თემატურ მასალას, არის დამხმარე დამატებითი საშუალება საგნების უკეთ ათვისებისათვის. თამაშების ყოველი ეტაპი დატვირთულია ახალი ინტერაქტიული ანიმაციებითა და თავსატეხებით, სახალისო დავალებებით. ყოველი მათგანის შესრულების შემდეგ მოსწავლეს ეძლევა „წამახალისებელი ჯილდო“ ანიმაციის ან თემატიკასთან დაკავშირებული ვიდეოს სახით.

ახალი  კომპიუტერული თამაშები განთავსდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-პორტალზე www.buki.ge და უახლოეს მომავალში ჩაიტვირთება უმცროსკლასელთა პერსონალურ „ბუკებში“.

ღონისძიების მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი ლაშა ვერულავა მიესალმნენ. კომპიუტერული თამაშების ავტორებმა - დავით და ილია სონღულაშვილებმა და ალექსანდრე ასათიანმა თბილისის სკოლების დაწყებითი კლასების  პედაგოგებსა და კათედრის ხელმძღვანელებს ახალი საგანმანათლებლო რესურსები დეტალურად გააცნეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე