ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტის „გზა ინკლუზიისაკენ“ ფინალური პრეზენტაცია გაიმართა

შეზღუდული შესაძლობლობის მქონე (შშმ) პირთა ინტეგრაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის განხორციელდა პროექტი ,,გზა ინკლუზიისაკენ“, რომლის ფინალური პრეზენტაციაც დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. პროექტი ევროკავშიროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ასოციაცია ,,დეამ’’  პარტნიორ ორგანიზაციასთან GNNT ჯგუფთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები მიმართული იყო ინკლუზიური მიმართულებით საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და მშობლებს/მეურვეებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებაზე, შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის შექმნასა და  საზოგადოების გათვითცნობიერებაზე.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის კონცეფცია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ წარმოადგინა.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის ალტერნატიული  მოდელი, რომელიც ორიენტირებულია  ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დამყარებული ეფექტიანი სასკოლო პოლიტიკის რეალიზაციაზე. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს საჯარო სკოლებში მოდელის პილოტირების შედეგები. ასევე გაიმართა დისკუსია შშმ პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობი უზრუნველყოფასთან, მათი სოციალურ – უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და სხვ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე