ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მრავალშვილიან მასწავლებელს დედის დღე მიულოცეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 180-ე საჯარო სკოლის მრავალშვილიან პედაგოგს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.  

თამარ დათაშვილი 14 წელია 180-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. იგი სერტიფიცირებული პედაგოგია და აქტიურად არის ჩართული კონფერენციებში, სემინარებსა თუ ტრენინგებში. თამარ დათაშვილს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მრავალშვილიან პედაგოგს საჩუქრებთან ერთად კვალიფიკაციის ასამაღლებელი დამხმარე სახელმძღვანელოებიც გადასცა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე