ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი იაშვილის კლინიკაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეწვია, მათ დედებს დედის დღე მიულოცა, გაამხნევა და შვილების გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მოკლე დროში ისინი მშობლიურ სკოლასა და საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით იაშვილის კლინიკაში სპეციალური სასწავლო ოთახი ფუნქციონირებს, რომელიც შესაბამისი ინვენტარით, ტექნიკით, სხვადასხვა თვალსაჩინოებებით და საკითხავი კლასგარეშე ლიტერატურით არის აღიჭურვილი. იაშვილის კლინიკაში მყოფ ბავშვებთან 147-ე საჯარო სკოლიდან დადიან პედაგოგები, რომლებიც მათ შესაბამის გაკვეთილებს უტარებენ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 147-ე საჯარო სკოლის 6 პედაგოგი 2013-2014 სასწავლო წლიდან რეგულარულად დადის და ლეიკემიით დაავადებულ 30 სხვადასხვა ასაკობრივ მოსწავლეს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ გაკვეთილებს, მულტიდისციპლინურ გუნდთან და კლინიკის ფსიქოლოგებთან ერთად უტარებს. პროექტის მიზანია, მკურნალობის დამთავრების შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად მოხდეს ამ ბავშვების რეაბილიტაცია, რათა საზოგადოებას სრულყოფილ მოქალაქეებად დაუბრუნდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე