ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომაროვის სკოლაში ფიზიკის ახალი ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადილემ ლია გიგაურმა ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში ფიზიკის თანამედროვე სასწავლო ლაბორატორია გახსნა.

სასწავლო  ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ფირმა “PASCO”-ს უახლესი,  თანამედროვე კომპიუტერიზებული ფიზიკური გამზომი ინსტრუმენტებითა და ლაბორატორიული დანადგარებით. მიღებული მოწყობილობების ჩამონათვალში  შედის კომპონენტები, რომელთა საშუალებით 80-ზე მეტი სხვადასხვა სასწავლო ექსპერიმენტული ლაბორატორიული სამუშაოს შესრულება შეიძლება. ლაბორატორიული სამუშაოების დასახელება სრულად მოიცავს ფიზიკის სწავლების სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკას და რამდენადმე აღემატება კიდეც, რაც გათვალისწინებული იყო კომაროვის სკოლის სპეციფიკის შესაბამისად.

სასწავლო  ლაბორატორია საშუალებას იძლევა დაიგეგმოს და შესრულდეს მოსწავლეთა სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები, რომელთა შედეგი მოსწავლეებს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე, თანამედროვე დონეზე,  სათანადოდ წარდგენის საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ კომაროვის სკოლა საქართველოს საჯარო სკოლებს შორის პირველია მსგავსი დონის ლაბორატორიით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლა მზად არის უმასპინძლოს სხვა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რათა ამ უნიკალური ლაბორატორიის გამოყენებით, უფრო მეტმა ბენეფიციარმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება ფიზიკის დარგში.

კომაროვის სკოლა მზად არის რეგიონის მოსწავლეების მისაღებადაც და ლაბორატორიაში მათთვის ღია გაკვეთილების ჩასატარებლად.

კომაროვის სკოლას დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების კუთხით, იგი ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს არამარტო საქართველოს არამედ, მსოფლიოს მასშტაბით ოლიმპიადებსა და კონკურსებზე მიღებული წარმატების მიხედვით. ამიტომ, ამ სახის ლაბორატორიის არსებობა ამ სკოლისთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე