ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე  ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი  მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო თემაზე „თანამედროვე პოლიტიკა და მეცნიერების ამოცანები“.

კონფერენციის მიზანი იყო მეცნიერებისა და სახელმწიფო მართვის ურთიერთსასარგებლო  კავშირების განმტკიცების, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში მოპოვებული მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობისა და ზოგადად, პოლიტიკური მეცნიერებების განვითარების  ხელშეწყობა.

კონფერენცია პოლიტიკურ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მის მუშაობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური,  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგვაძე, მეცნიერები, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე