ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა UNICEF-ის წარმომადგენლებთან

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობასა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორი  მარი–პიერ პუარიე, საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი საშა გრაუმანი და UNICEF-ის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს 2013 წელს განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები. საუბარი შეეხო ბავშვთა უფლებების დაცვას, განათლების ხელმისაწვდომობას და ადრეულ ასაკში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას. ასევე, განხილულ იქნა 2014 წლის გამოწვევები, რეკომენდაციები და შემდგომი ნაბიჯები.  

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე