ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებაში ესტონეთი მხარდაჭერას აღმოგვიჩენს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო 2014 წელს დაწყებული პროექტის „ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად“ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება და სამომავლო გეგმების დასახვა.

პროექტში ჩართულ ესტონურ დაწესებულებებს  წარმოადგენენ - ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საგამოცდო და საკვალიფიკაციო ცენტრი, 8 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება (ტალინის პოლიტექნიკური სკოლა, პარნუს პროფესიული სწავლების ცენტრი, ესტონეთის საზღვაო სკოლა, იდა-ვირუს პროფესიული ტრენინგის ცენტრი, რაკვერეს ინდუსტრიული სკოლა, ოლუსტვერეს სერვისის და ეკომონიკის სკოლა, ტარტუს პროფესიული სწავლების ცენტრი, ტალინის სამშენებლო სკოლა) და მიზნობრივი დაწესებულება ფონდი „Innove“.

საქართველოს მხრიდან პროექტის მონაწილეები არიან - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პროფესიული პროგრამების  განმახორციელებელი 8 სახელმწიფო დაწესებულება (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, პროფესიული კოლეჯი ,,მერმისი“, ბათუმის საზღვაო აკადემია (BSMA), საზოგადოებრივი კოლეჯი,,ახალი ტალღა“, საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია“, საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი“, პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი“, პროფესიული კოლეჯი ,,ოპიზარი“).

ქართულ-ესტონური პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემას, დაეხმაროს საქართველოს 8 საგანმანათლებლო დაწესებულებას  პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებაში, როგორც ამას საქართველოს განათლების სისტემის მიზნები და  პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე