ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზოგადი განათლების პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ სამ პროექტს ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.  დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  ზოგადი განათლების პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ,  საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შერჩეული, კერძო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GOPA ახორციელებს. GOPA - ს წარმომადგენლებმა დღეს, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების  წარმომადგენლებს უკვე გაწეული სამუშაოები და დაგეგმილი  აქტივობები გააცნეს.

GOPA საქართველოში ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო აქტივობებს ატარებს, ახორციელებს სისტემის ანალიზს,  რის საფუძველზეც, შეიქმნება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო შეფასების სისტემა.  აღნიშნული მიზნის მისაღწევად, GOPA  საჭიროებებს გამოავლენს და  პოლიტიკის განსაზღვრაში დახმარებას გაუწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის შესაბამის სააგენტოებს.

 „ზოგადი განათელების ხარისხის გაუმჯობესების პროექტის“ პრეზენტაცია 2014 წლის 17 თებერვალს შედგა და საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მიეწოდა  პროექტის თაობაზე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე