ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დასაქმებისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების საფუძველზე, ამოქმედდა პროგრამა „დასაქმება და პროფესიული განათლება". აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭო“ ჩამოყალიბდა, რომელმაც დღეს, პირველი  სხდომა გამართა.

საკოორდინაციო საბჭოს მიზანია „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების“ პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია. საბჭოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები არიან და დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ: აქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო“-ს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU Delegation to Georgia), საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები.

საბჭოს სხდომის მიზანი იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების საბჭოს წევრებისათვის გაცნობა, მათი განხილვა და  სამომავლო სამუშაოების დაგეგმვა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე