ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ წარმომადგენლები უცხოურ გამოცდილებას იზიარებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“, თურქეთის ქ. სტანბულის ენერგო ტექნიკის სასწავლო ცენტრის „UGETAM“-ის საქართველოს წარმომადგენლობისა და კომპანია „აზია ენერჯის“ წყლისა და გაზის სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 18 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით,  სასერთიფიკაციო-სატრენინგო კურსები ტარდება პოლიეთილენის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის, პირა-პირა და ელექტრო შედუღების მეთოდიკის  მიმართულებით.

ტრენინგს მოწვეული  უცხოელი ექსპერტები უძღვებიან და მასში ქართველი დარგის სპეციალისტები, კოლეჯ  „სპექტრის“ პედაგოგები და სტუდენტები მონაწილეობენ. სწავლება  როგორც თეორიული ასევე, პრაქტიკული მაგალითების განხილვით მიმდინარეობს.

ტრენინგის მსვლელობისას ხორციელდება პირდაპირი ჩართვა იტალიიდან, ქალაქ მილანიდან, სადაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით „MCE გლობალური კომფორტული ტექნოლოგიები“-ს გამოფენა მიმდინარეობს. ჩართვისას,  უცხოური პარტნიორი კომპანიები ქართველ მონაწილეებს  უახლეს ტექნოლოგიებს აცნობენ.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ევროპის ქვეყნებში და მსოფლიოს წამყვანი სასერთიფიკაციო ცენტრების მიერ აღიარებული საერთაშორისო დონის სერთიფიკატი, 400 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი და ID ბარათი გადაეცემათ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე