ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კალიგრაფიის კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა სახელწოდებით: „ქართული კალიგრაფია“. დღეს, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

პროექტის „ქართული კალიგრაფია“ მიზანია საქართველოში ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურის აღორძინება. კონკურსში მონაწილეობის მიღება, ასაკის მიუხედავად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე სკოლის მოსწავლეთა 80% ფინალურ ტურში გადავიდა. ფინალისტთა შორის ჟიურიმ 96 ნამუშევარი გამოარჩია, რომელიც ატვირთულია ფეისბუკის გვერდზე "ქართული კალიგრაფია". 96 მონაწილიდან შეირჩა ძრითადი პრიზიორები და ნომინანტები.

ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში საუკუნეთა განმავლობაში ინტენსიურად იქმნებოდა ქართული წიგნი. მონასტრებში მოღვაწე მწიგნობრების შემოქმედებითი ჯგუფები ქმნიდნენ რა ხელნაწერ წიგნებს, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას, წიგნის შესამკობად გამოყენებულ მოხატულ ასოებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს, რომელთა მრავალფეროვნებაში მჟღავნდებოდა ცალკეული წიგნის შემქმნელის ინდივიდუალურობა.

ჩვენს რეალობაში ხელით წერის უძველესი მაღალმხატვრული ტრადიცია ნაკლებად ცნობილი და წახალისებულია, ეს მაშინ, როცა, ხელით შესრულებული ნამუშევრები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, საკმაოდ ფასობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს და აფინანსებს ამ მეტრად მნიშვნელოვან კონკურსს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე