ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკელი პროფესორი ქართველ პედაგოგებს გამოცდილებას უზიარებს

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების კენესოს უნივერსიტეტის პროფესორი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ქალბატონი ჯილ ვილიამსი, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების კოორდინატორებს, სპეციალურ მასწავლებლებსა და ფსიქოლოგებს ტრენინგებს უტარებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს.

სემინარის მონაწილეები ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით,  საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით  მსჯელობენ,  განიხილავენ სსს მქონე ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიას და ცდილობენ ინკლუზიასთან დაკავშირებული პრობლემები  სხვადასხვა პერსპექტივიდან დაინახონ და გაიაზრონ.

ინტერაქტიური სემინარი და მიღებული ინფორმაცია ქართველ სპეციალისტებს დიდ დახმარებას გაუწევს ემოციური, ქცევითი და სწავლის პრობლემების,  ფიზიკური   შეზღუდვისა და აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებთან  მუშაობის პროცესში. 

ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართულ სპეციალისტებს ამერიკელი პროფესორის გამოცდილების გაზიარება კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებათ, რაც საბოლოოდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მათი მუშაობის ხარისხზე აისახება. 

ინკლუზიური სწავლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, განათლების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული. ამ მიზნით, სამინისტრო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწვლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე