ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლის სახლში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა

მასწავლებლის სახლში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოს ფანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნეს.

ღონისძიებაზე ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეების ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებულები საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟილ კარასომ დააჯილდოვა. გარდა ამისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უკვე მეორედ გამოავლინა ფრანგული ენის გამორჩეული მასწავლებელი, რომელიც საფრანგეთში ორკვირიან სტაჟირებას გაივლის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შვეიცარიის ელჩი საქართველოში  გიუნტერ ბეხლერი და  დიპლომატიური მისიების სხვა წარმომადგენლები. გარდა ამისა, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების ფრანგული ენის პროფესორ-მასწავლებლები, მათი მოსწავლეები და სტუდენტები. 

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია 57 წევრ და 20 დამკვირვებელ ქვეყანას (მათ შორის საქართველოს) აერთიანებს, შესაბამისად, გაეროს წევრი ქვეყნების მოსახლეობის ერთი მესამედი ფრანგულ ენაზე მეტყველებს, ხუთივე კონტინენტზე კი, 220 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს ფრანგულად. ფრანგულენოვანი მოსახლეობა, გერმანულენოვანი მოსახლეობის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანია.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე