ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 21 მარტს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისი ბრიფინგი დღეს, მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გამართა.

ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებებით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 24 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლებიც  პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ. საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით.

სასწავლებლები აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით, რაც წამყვან ორგანიზაციებში პრაქტიკული კომპონენტის ათვისების საფუძველზე,  ყველა მსურველს მისცემს  საშუალებას გახდეს კონკრეტული დარგის პროფესიონალი და დასაქმდეს.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებაში.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული პროფესიული  ტესტირება. ტესტირების მიზანია გამოავლინოს  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის  მსურველთა უნარები და შესაძლებლობები. შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველმა კი უნდა მიმართოს თავად დაწესებულებას და გაიაროს დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების პროცედურა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: www.vet.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე