ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ლატვიასთან შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დინა დრუვიეტმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

ზემოაღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სასწავლო დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის დამყარება;
  • ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება;
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება;
  • ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დანერგვა;
  • თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ბილინგვური განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის ჩარჩოს, პროფესიული სტანდარტებისა და შრომის ბაზრის კვლევის საკითხებში;
  • განათლების სტრატეგიულ და ორგანიზაციულ საკითხებში ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილებისა და სასწავლო მასალების  გაცვლის ხელშეწყობა;
  • სასწავლო სტიპენდიების გაცემა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის  ერთობლივ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მიღების მიზნით;
  • პარტნიორობის შენარჩუნება გაეროს განათლებისა და მეცნიერების პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში;
  • განათლების რეფორმის ფარგლებში, ინოვაციებისა (ინსტიტუციონალური და პროგრამული აკრედიტაცია, ხარისხის უზრუნველყოფა) და აქტივობების დანერგვის პროცესში თანამშრომლობა.

ხელშეკრულების ფარგლებში,  მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და მეცნიერების მიმათულებით ტრენინგების, საერთაშორისო კონფერენციებისა და ვორქშოფების ორგანიზების საკითხებში, განავითარებენ ასევე თანამშრომლობას ჰუმანიტარულ სფეროში, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ სოციოლოგიურ კვლევებში, ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერების გაცვლის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის შეთანხმებების გაფორმებას და სხვ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე