ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი შარვაშიძე გერმანელ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძესა და ევროპასთან ურთიერთობების საკითხებში ბრანდერბურგის ფედერალური მიწის ეკონომიკისა და ევროპასთან ურთიერთობების მინისტრის მოადგილე აქსელ ფონ ხორშელმანის შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ნია ტუსკია, მეცნიერების, კვლევისა და კულტურის სამინისტროს ბიუროს ხელმძღვანელი ბატონ რიკო იანკესა  და მეცნიერების, კვლევისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბატონ იენს ლიპსდორფი.

გიორგი შარვაშიძემ სტუმრებს საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.  

თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ ისაუბრა ბრანდერბურგის საგანამანათლებლო სისტემაზე. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იგეგმება ქ. ბათუმში ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის ჩამოყალიბება.

მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. კერძოდ, გამოითქვა სურვილი ბრანდერბურგის უმაღლეს სკოლებთან თანამშრომლობაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე