ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული დელეგაცია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და დელეგაციის სხვა წევრები მსოფლიო ბანკის განათლების სექტორის დირექტორს ალბერტო როდრიგესს, განათლების მთავარ ეკონომისტს კრისტიან აედოს და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 საქართველოს მთავრობის თხოვნით, მსოფლიო ბანკის ექსპერტები ჩართულები არიან განათლების სტრატეგიის შემუშავებაში. დღევანდელ სამუშაო  შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფართოვდება მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა და უფრო ინტენსიური გახდება მსოფლიო ბანკის  მონაწილეობა  სტრატეგიის ფინანსური ასპექტების დახვეწაში.

ამავე დღეს სამუშაო შეხვედრები  გაიმართება აშშ-ის სენატსა და სამოქალაქო კვლევების განვითარების ფონდ CRDF-ში.

მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, აშშ-ის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.  დელეგაცია ასევე ეწვევა ნიუ იორკს, სადაც გაიმართება შეხვედრები უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ასევე კერძო ფონდებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობით. 

ქართული  დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში, ნიო იორკსა და ჩიკაგოში აშშ-ის სახელმწოფი დეპარტამენტის მიერაა დაგეგმილი და მისი მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის განათლების სექტორში არსებული პარტნიორობის გაღრმავება და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების დასახვა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე