ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს, სამუშაო შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.   

დელეგაციის წევრები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანთებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს ევროპისა და ევრაზიული განყოფილების უფროსს ვეს ქერინგტონს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანთებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს „განათლება ამერიკაში“ პროგრამის ხელმძღვანელს ჰეიდი აროლას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე განხილული იქნა განათლების სექტორში მიმდინარე თანამშრომლობა. კერძოდ, საუბარი შეეხო ფულბრაიტისა და სხვა სასტიპენდიო პროგრამებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივი გაცვლითი პროგრამები და მასში ქართველ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების ერთობლივ პროექტებს და სამომავლო გეგმებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე