ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული დელეგაცია ამერიკაში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დელეგაციის წევრებმა - განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა და დელეგაციის სხვა წევრებმა სამუშაო შეხვედრა ამერიკის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CDRF Global) ვიცე პრეზიდენტთან ჯონ ჰარლისთან, პროგრამების დირექტორებსა და მენეჯერებთან გამართეს.

შეხვედრის მთავარი თემა მომავალი პროექტების განხილვა იყო. საქართველოს განათლების სამინისტრო,  მეცნიერების განვითარების მიმართულებით, ამერიკის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდთან მჭიდროდ თანამშრომლობს და არაერთ  მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ახორციელებს.

„ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოდან დელეგაციის მიღება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უძღვება.  ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული თანამშრომლობა. დღეს კი, მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა სამომავლო გეგმებსა და  პარტნიორობის გაგრძელებაზე, რასაც მოუთმენლად ველით“-განაცხადა ჯონ ჰარლიმ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამერიკის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CDRF Global) საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის შეფასებაში ჩაერთვება. ის ფაქტორი, რომ ფონდს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მეცნიერების პოტენციალის შეფასების დიდი გამოცდილება აქვს, ქართულ მხარეს სრულფასოვანი შეფასების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე