ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წიგნის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, პროექტის „მწერლები ადამიანის უფლებებისთვის“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  კრებულის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას  სხვადასხვა სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის 150-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები.

ახალი კრებული ფონდ „ღია სზოგადოება საქართველოს“  მხარდაჭერით გამოიცა და მასში ცხრა თანამედროვე ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის, ლაშა ბუღაძის, დავით გაბუნიას, გიო მგელაძეს, დათო ტურაშვილის, ერეკლე დეისაძის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ანინა ტეფნაძისა და ალექს ჩიღვინაძის მოთხრობებია შესული.

ქართველ მწერალთა მოთხრობებში საუბარია წამალდამოკიდებულ ადამიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებზე, პალიატიურ მზრუნველობაზე, აივ ინფექცია/შიდსზე, C ჰეპატიტზე, აუტიზმზე, დაუნის სინდრომზე.

ვიდრე მოთხრობებს დაწერდნენ მწერლები, თავად პაციენტებს და უფლებათა დამცველებს შეხვდნენ. აქედან გამომდინარე, კრებულში შესული ყველა მოთხრობა რეალურ ისტორიას ემყარება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პროექტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამაში საზოგადოებას  თანამედროვე მწერლების მიერ შექმნილი წიგნი „კარი გამიღე“ დაეხმარება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე