ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში

ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართული დელეგაციის წევრებს - განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს, მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი თაბუაშვილსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ მაგდა მაღრაძეს კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ იოჰანესი და ვიცე-პრეზიდენტი კამრან ქანი მასპინძლობდნენ.  

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის განხორციელების ამჟამინდელი მდგომარეობისა და კომპაქტის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი წინამოსამზადებელი სამუშაოების განხივლა.

2013 წლის ივლისში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ხელშეკრულების მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. მეორე კომპაქტს საქართველოში  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ ახორციელებს.

საერთაშორისო და ადგილობრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში სწორედ, მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, განსაკუთრებით - საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე