ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრები აშშ-ის სენატსა და USAID-ში

საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის International Visitor Leadership Program (IVLP) ფარგლებში, ქართული დელეგაციის მორიგი სამუშაო შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID).

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე ჩაერთვება პროგრამაში - მეცნიერება, ტექნოლოგია, ინოვაცია და პარტნიორობა (STIP), ქვეყნის საჭიროებებზე დაყრდნობით შემუშავდება უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს საქართველოში საინოვაციო პოლიტიკის მრავალ ასპექტს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი იმ 20 ქვეყანას შორის, რომელსაც ამერიკა დახმარებას მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების დარგში აღმოუჩენს.

ქართული დელეგაციის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში განათლების, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ტომ ჰარკინსა და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი დოქტორანტების გადამზადების თემას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აიოვის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს, რომელიც აგრარული მიმართლების განვითარებაზეა ორიენტირებული. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხი.  

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით დასრულდა. განხორციელებული სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო უწყებისა თუ, კერძო ფონდების წარმომადგენლებთან, დიალოგი ამერიკელ პარტნიორებთან და მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო სფეროში ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე