ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

122 საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება

დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, საქართველოს 122 საპილოტე საჯარო სკოლის დირექტორთა გადამზადება მიმდინარეობს თემაზე „სწავლების ინოვაციური მეთოდები და საკლასო დაკვირვება“. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 2014 წლის 24 მარტიდან ხორციელდება. ტრენინგის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგიოლე ლია გიგაური გაეცნო.

ტრენინგების მიზანია საჯარო სკოლის დირექტორების, როგორც სასწავლო პროცესის ხელმძღვანელების მხარდაჭერა, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების პროცესში. ტრენინგები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს:

  • კითხვისა და მათემატიკის სწავლების ინოვაციური მიდგომები: კონსტრუქტივისტული სწავლება, სამფაზიანი სწავლება, განმავითარებელი შეფასება და ა.შ;
  • ეფექტური სასკოლო დაკვირვების ჩატარება და მასწავლებლებისათვის უკუკავშირის მიცემა;
  • მოსწავლეთა შედეგების შესახებ მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი და სხვ.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიზანია დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება კითხვასა და მათემატიკაში. მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისათვის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ ინოვაციური ტრენინგ-პროგრამების ჩატარება ხორციელდება, ასევე განხორციელება სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის  და მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება.

G-PriEd-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სკოლებისათვის ისეთ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების შექმნა და გადაცემა, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისათვის, მანიპულატივები მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები, შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე