ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველი გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი კავკასიაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ზემო-ავსტრიის კვლევისა და მეცნიერების მინისტრმა დორის ჰამერმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი და მზადყოფნა გამოთქვეს გააღრმაონ თანამშრომლობა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების დარგში.

შეთანხმების ფარგლებში, ავსტრიისა და საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კონტაქტები დამყარება, ამოქმედდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, მხარეები გაცვლიან სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროებში არსებულ გამოცდილებას და ცოდნას უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს შორის. 

ამავე დღეს, ზემო-ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დოქტორ გერალდ რეიზინგერმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ახალი უნივერსიტეტის დაარსებას საქართველოში, სახელწოდებით  „ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი კავკასიაში.“ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – კავკასიის უნივერსიტეტისა და ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი იქნება.

უნივერსიტეტში იქნება სამი მიმართულება: საინჟინრო ავტომატიკა, ელექტორნული ინჟინერია და სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერია. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მსგავსი პროფილის პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში და ამ იდეის განხორციელებას კავკასიის უნივერსიტეტი გაუწევს ტექნიკურ დახმარებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე