ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძემ აუტიზმის მქონე მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისის 166-ე საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეები მოინახულა და მათ საჩუქრები გადასცა.

2013  წელს თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასი გაიხსნა, სადაც 10-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი განათლებას განსაკუთრებული  მეთოდოლოგიის გამოყენებით იძენს. სასწავლო პროგრამა  განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მორგებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. 

ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია  შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებული კლასისთვის კონკურსის წესით შეირჩა: პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა). ამ კლასში სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებს, არის გაკვეთილები, რომელიც ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს არსებული სკოლის მოსწავლეებთან ერთად უტარდებათ.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ინკლუზიური სწავლება განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, სამინისტრო სსსმ მოსწავლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ინტეგრირებული კლასები  ფუნქციონირებს. გარდა ამისა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში, სადაც თუნდაც ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა, სამინისტროს მიერ სპეცმასწავლებელი ინიშნება, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს ამ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან. ასევე, 2013 წელს დაიწყო პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს სსსმ პირებს დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და  დასაქმდნენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე