ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

2014 წლის 11 აპრილის ჩათვლით,  პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“ ეწვივნენ რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ და სასწავლებელი დაათვალიერეს.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 21 მარტიდან მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული  პროგრამების განმახორციელებელ   დაწესებულებებში.

ორი აპრილის მონაცემებით საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში“ საგაზაფხულო მიღებისთვის  200-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. კოლეჯში მისაღები ადგილების რაოდენობა 660-ია. ამჟამად, კოლეჯში  609 პროფესიული სტუდენტი სწავლობს შემდეგ სპეციალობებზე: მზარეული, კონდიტერი, მემცენარე, მეფუტკრე, სასტუმრო, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, ელექტრიკოსი, მღებავი,  მეფილე-მომპირკეთებელი, ,თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ავტომობილის ზეინკალი, კალატოზი, დურგალი, შემდუღებელი, გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, .სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სტილისტი, ბუღალტერი, კომპიუტერული გრაფიკოსი,  ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი).

საგაზაფხულო მიღებაზე, ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა  დარეგისტრირდეს და სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 24 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლებიც  პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით.

სასწავლებლები აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით, რაც წამყვან ორგანიზაციებში პრაქტიკული კომპონენტის ათვისების საფუძველზე,  ყველა მსურველს მისცემს  საშუალებას გახდეს კონკრეტული დარგის პროფესიონალი და დასაქმდეს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე