ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ისრაელთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, ქნესეთის (ისრაელის პარლამენტის) თავმჯდომარის მოადგილეს ჰილიკ ბარს, ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსის და ქართულ-ისრაული ბიზნეს პალატის პრეზიდენტს იციკ მოშეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის  განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ზოგადი, უმაღლესი განათლებისა და  მეცნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს, ასევე შეხვედრაზე განხილული იქნა განათლების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობა გაღრმავდება, გაგრძელდება და შემუშავდება ერთობლივი პროექტები, მოხდება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა. ორმხრივი ურთიერთობები საშუალებას მისცემს ქართველ ახალგაზრდებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს ჩაერთონ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასახვა ერთობლივ პროექტებში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ქნესეთის (ისრაელის პარლამენტის) ვიცე-სპიკერისა და ისრაელის განათლების მინისტრის მიწვევით,  თამარ სანიკიძის ისრაელში სამუშაო ვიზიტით გამგზავრება იგეგმება. დღევანდელ შეხვედრაზე,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ისრაელში ვიზიტის დეტალებიც განიხილეს და განაცხადეს, რომ ზემოაღნიშნულ საკითხებსა და ერთობლივ პროექტებზე მსჯელობა ისრაელშიც გაგრძელება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე