ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე იენის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, თსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ კლაუს დიკეს  ხელმძღვანელობით. დელეგაციის  წევრებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე  შეხვდა.

იენის უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან რამდენიმე ათეული წელია თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი ერთობლივი პროექტი ხორციელდება, მოქმედებს სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები. თამარ სანიკიძესთან  შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს და აღინიშნა, რომ მომავალი ურთიერთობა  იენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შინაარსობლივად დატვირთული იქნება.

2013 წლიდან თსუ-ში ახალი ერთობლივი ქართულ-გერმანული სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა სახელწოდებით - საერთაშორისო საწარმოო მართვა. ერთობლივი  სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების თეორიული ცოდნის, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე ევროპული და მსოფლიო დონის კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე