ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ მიმდინარეობს.

ღონისძიების ფარგლებში, ერთ სივრცეში წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები, სტენდები, რომელიც გაფორმებულია პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებით, აქვე წარმოდგენილია პრაქტიკის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულებები.

ღონისძიების მსვლელობისას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მოისმინოს პრეზენტაციები პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესახებ, დაუსვას კონკრეტული შეკითხვები დაწესებულებების წარმომადგენლებს, გაეცნოს პროგრამის ხანგძლივობას, სწავლების მეთოდოლოგიას, პრაქტიკული კომპონენტების განმახორციელებელ დაწესებულებებს, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს და ა.შ. ამასთან, მოსინჯოს ტესტირების ნიმუშები, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მის მიერ შერჩეული პროფესიული პროგრამის შესაბამისი ტესტირების ტიპების შესახებ და დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია დასაქმების ხელშემწყობი კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები ფესტივალის სტუმრებს აცნობენ შრომის ბაზრის ტენდენციებს და უტარებენ მასტერკლასს CV-ის მომზადების შესახებ.

ფესტივალის მიმდინარეობისას იმართება წამახალისებელი თემატური შეჯირებები, გათამაშებები და სხვა სიურპრიზები, რომელსაც ფესტივალის სპონსორი სს „ლიბერთი ბანკი“ და სხვა ბიზნეს ორგანიზაციები  წარუდგენენ ღონისძიების მონაწილეებს. ფეტსივალი ერთდღიანია და წელს მეორედ იმართება.

ფესტივალს მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გაეცნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე