ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 53-ე სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს 53-ე სკოლაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ამ საკითხით მანიპულირებას და მოსწავლეების გამოყენებას პირადი მიზნების მისაღწევად. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტროს პოზიცია არ შეიცვლება გარე პირების მიერ მანიპულირებადი პროცესების ზეგავლენით.

სკოლის გათავისუფლებული დირექტორი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ 0.64 თეთრიანი დარღვევის შედეგად გათავისუფლდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. დარღვევების სპექტრი მრავალფეროვანია:

ინსპექტირების ჯგუფის მიერ ადგილზე შემოწმებისას გამოვლინდა, რომ სკოლის ფართებით (6 საკლასო ოთახით) საგებლობს კერძო პირი, ისე, რომ არ იხდის სარგებლობის თანხას, არ არსებობს ხელშეკრულებები, არ არის განათლების სამინისტროს და ეკონომიკური სამინისტროს თანხმობა, არ ჩატარებულა აუქციონი

2013 წლის განმავლობაში მოქმედი იჯარის 12 ხელშეკრულება დადებულია კანონდარღვევით ჩატარებული აუქციონის საფუძველზე (ჯამში იჯარით გაცემული ფართი 1 600 კვ.მ–ზე მეტია);

მოიჯარეების მიერ თანხების გადახდა ხდებოდა დარღვევით, რაზედაც არ არის გადახდილი საურავები. ერთ-ერთ შპს-ს არ აქვს გადახდილი იჯარის თანხა 3 ათას 600 ლარის ოდენობით, საურავი, კომუნალური გადასახადი (საურავის ნაწილი და კომუნალური გადახდილ იქნა ინსპექტირების დასრულების შემდეგ)

მოიჯარეები გარკვეული პერიოდი სარგებლობდნენ სკოლის ფართით ხელშეკრულების გარეშე და საფასურის გადახდის გარეშე; იჯარით აღებული ფართის ნაცვლად იყენებდნენ სხვა ფართს, იჯარით გაცემული ფართი ნაკლები იყო რეალურად გამოყენებულ ფართთან შედარებით.

გარდა ამისა, სკოლაში დარღვეულია ბუღალტრული აღრიცხვის წესი (ხელმოუწერელი მემორიალური ორდერები);

დარღვეულია ინვენტარიზაციის ჩატარების წესი (ხელმოუწერელი საინვენტარიზაციო აღწერები);

დარღვეულია შესყიდვების განხორციელების წესი (არ არის დამტკიცებული შესყიდვების გეგმა, შესყიდვები განხორციელებულია ხელშეკრულების გარეშე);

სამი წელია არ არჩეულა ახალი დისციპლინური კომიტეტი (უნდა აირჩეს ყოველ წელს ახალი);

სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცებულია არასრულად;

წრეები შექმნილია ერთპიროვნულად დირექტორის ბრძანებით როცა უნდა იყოს განსაზღვრული სასკოლო სასწავლო გეგმით, დამტკიცებული და შეთანხმებული სამეურვეო საბჭოს მიერ;

გადასწორებულია ჟურნალები, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლას არაერთი მითითება აქვს მიცემული;

არცერთი პირველკლასელის პირადი საქმე არ იყო შევსებული (უნდა შევსებულიყო წლის დასაწყისში);

მოსწავლეთა ჩარიცხვა განხორციელებულია ამისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე (კანონიერი წარმომადგენლის განცხადებისა და სანოტარო წესით დამოწმებული დაბ. მოწმობის წარდგენის გარეშე).

 

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე