ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომაროვის სკოლაში სამეცნიერო კვლევის პრეზენტაცია გიამართა

ვ.კომაროვის თბილისის 199-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის “კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” ფარგლებში, პროექტის „მდინარე მტკვრის დაბინძურების რიცხვითი მოდელირება“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო.

პროექტი  მეტად აქტუალურ საკითხს - ეკოლოგიას  ეხება და მისი მიზანია მოსწავლეებთან ერთად, მათემატიკისა და ფიზიკის მეთოდების გამოყენებით, ეკოლოგიური სახის ამოცანები შესრულდეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა  მდინარე მტკვრის შესაძლო დაბინძურების მიმდინარეობა სხვადასხვა სიტუაციებში შეისწავლეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან მინგეჩაურის წყალსაცავამდე და მუშაობისას, ეკოლოგიური პროცესების მოდელირების რიცხვითი მეთოდები გამოიყენეს.

სამეცნიერო კვლევის შედეგები შესაძლებელს ხდის შეფასებული იქნეს ავარიული სიტუაციებისას როგორი იქნება მდინარის დაბინძურების ხარისხი  სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე.

ავარიული სიტუაციების შემთხვევაში, მიღებული ინფორმაცია ეკოლოგიურ სამსახურებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები გადაწყვიტონ. სამეცნიერო პროექტზე მუშაობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პროცესს ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე სურმავა ხელმძღვანელობდა.

სამეცნიერო კვლევებში მოსწავლეების ჩართულობა საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესებისთვის, კვლევითი უნარების გამომუშავებისა და ზოგადად, განათლების ხარისხის ასამაღლებლად. სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამა “კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” გასულ წელს იქნა ინიცირებული. 2013 წელს კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ წარდგენილი 4 სამეცნიერო კვლევა დაფინანსდა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე