ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი შარვაშიძემ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

ორდღიანი კონფერენციის თემაა „ქართული სალიტერატურო ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა  და  სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის: შედეგები, პრობლემები, პერსპექტივები“, რომელიც ეძღვნება ლაზარეს შაბათს - ქართული ენის დღეს და 14 აპრილს (ქართული სახელმწიფო ენის დღე).

კონფერენციის მიზანია უცხოელებისა და საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარნმომადგენელთათვის, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირებისათვის ქართული ენის სწავლების გამოცდილების გაზიარება. სწავლების პროცესში შექმნილი სირთულეების დაძლევის გზების ძიება, ქართულ ენის სწავლებისას თანამედროვე ტექნოლოგიების როლის განსაზღვრა და ქართული ენის შემსწავლელ სტუდენტთა/მსმენელთა თვალსაზრისების მოსმენა-განხილვა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის, ირანისა და თურქეთის უნივერსიტეტებიდან.



ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე