ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროგრამის „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების 80-მდე პედაგოგს, რომლებიც ჩართულნი არიან  პროგრამაში „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ სერტიფიკატები გადასცეს.

პროგრამას „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს და მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის  რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება და რეგიონების ქართული ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარება.

პროექტის მონაწილე ქართული ენის სერტიფიცირებული მასწავლებლები კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი ანაზღაურება ყოველთვიურად  1 000 ლარს შეადგენს.

პედაგოგიური საქმიანობის გარდა, მასწავლებლები ქართულ ენაში ამზადებენ სკოლების  ადგილობრივ მასწავლებლებს, ასევე ქართული ენის შესწავლის მსურველებს. მასწავლებლების პასუხისმგებლობაა, ასევე, სკოლაში ქართული ენის კლუბის შექმნა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, ქართული ენის საღამოების, კონკურსების მოწყობა, სადაც მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად ჩართული არიან მშობლებიც.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე