ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ბუღაშენში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა შენდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი თამარ სანიკიძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ და  მშენებლებს, სოფლის მოსახლეობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაესაუბრნენ.

ახალი სკოლის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლისთვის ვინაიდან, სკოლის ძველი შენობის დიდი ნაწილი მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყოფებოდა და იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად ჩათვალა ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებამდე, მოსწავლეთა შენობის უსაფრთხო ნაწილში გადაყვანა და ავარიული ნაწილის სრული იზოლირება განეხორციელებინა.

სოფელ ბუღაშენში ახალი სკოლა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე შენდება, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა. კლას-კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით აღიჭურვება.

სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა და  თანამედროვე ტექნიკით მათი აღჭურვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 9 ახალი სკოლის მშენებლობა ხორციელდება. მომავალი სასწავლო წლისათვის კი, 100-ობით სკოლა გარემონტდება და აღიჭურვება თანამედროვედ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე