ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები საქართველოს მხარეების გუბერნატორებს შეხვდნენ და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამ პროცესში გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ჩართვას შეეხო. თამარ სანიკიძემ გუბერნატორებს ამ მიმართულებით სამინისტროს ხედვა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

თამარ სანიკიძის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ მიზნით, სამინისტრომ სოლიდური დაფინანსება გამოყო, შეისწავლა და შეაფასა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და შესაბამისად, დაგეგმა მომავალი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამინისტროს წარმომადგენლებმა, ადგილებზე არსებულ მდგომარეობაზე, საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, გუბერნატორებისა და მათი მოადგილეებიდან დამატებითი ინფორმაციაც მიიღეს და მათი წინადადებებიც მოისმინეს.

თამარ სანიკიძემ ასევე, თხოვნით მიმართა გუბერნატორებს აქტიურად ჩაერთონ მათ რეგიონებში მიმდინარე ან, დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგში და სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ ლოკალურად წარმოქმნილი ცალკეული პრობლემების მოგვარებაში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე