ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული კოლეჯები კომპანია „ჯინო ფერედაისთან“ ითანამშრომლებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კომპანია „ჯინო ფერედაისსა“ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ 5 საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, კომპანია „ჯინო ფერედაისის“ გენერალურმა დირექტორმა რამაზ მიქაძემ  და პროფესიული სასწავლებლების „სპექტრი“, „მერმისი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, „იკაროსი“, „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ ხელმძღვანელებმა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს პროფესიული სტუდენტების გადამზადების, კვალიფიციური კადრების აღზრდისა და მათი სამომავლო დასაქმების ხელშეწყობას. კომპანია „ჯინო ფერედაისი“ შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც მოხდება სტუდენტთა სტაჟირება და მათი გადამზადება როგორც საქართველოში, ასევე, სლოვაკეთში არსებულ კომპანიის შესაბამის ობიექტებზე. კომპანია ასევე დაასაქმებს წარმატებულ კურსდამთავრებულებს. რაც თავის მხრივ აამაღლებს პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციას, უზრუნველყოფს პრაქტიკული კომპონენტის ათვისებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკვალიფიკაციო ჩარჩოს გადახედვის ფარგლებში, კომპანიის ინფორმირებასა და  დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობას უზრუნველყოფს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე