ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ენერგო-პრო ჯორჯიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კომპანია  „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და 12 პროფესიულ სასწავლებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა    და პროფესიული სასწავლებლების - „ახალი ტალღა“, „სპექტრი“, „მერმისი“, „იბერია“, „ოპიზარი“ , „ფაზისი“, „ლაკადა“, „მოდუსი“, „ბლექსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ „ჰორიზონტი“ „განთიადი“ ხელმძღვანელებმა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების, პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმების ხელშეწყობასა  და კვალიფიციური კადრების აღზრდის ხეშეწყობას.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“   ჩართულობას პროფესიული სტანდარტების გადახედვის/შემუშავების პროცესსა და პროფესიული ორიენტაციის კუთხით დაგეგმილ აქტივობებში. ხოლო კომპანია ითანამშრომლებს პროფესიულ სასწავლებლებთან და უზრუნველყოფს იმ პროფესიული სტუდენტების შერჩევას, რომლებზეც განახორციელებს ფინანსურ კონტრიბუციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ახალი პროექტის ფარგლებში - „ახალგაზრდების ჩართვა პროფესიულ განათლებაში“.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და საწარმოო პრაკტიკის ორგანიზებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საწარმოო პრაქტიკა იქნება ანაზღაურებადი და პირველ ეტაპზე პროექტში 160 პროფესიული სტუდენტი ჩაერთვება. ეს თავის მხრივ აამაღლებს პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციას, უზრუნველყოფს პრაქტიკული კომპონენტის ათვისებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე