ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია

მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელბს ერთობლივ პროექტს ,,მხიარული სტარტები“.

პროექტი „სახალისო სპორტისა და ფიზიკური განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მასში ჩართულია სკოლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ამ ეტაპზე 2013–2014 წლების სეზონის დასკვნითი, ფინალური ტურნირები მიმდინარეობს. დასრულდა მერვედფინალი, გამოვლინდა 12 გამარჯვებული გუნდი. დღეს, ფინალური ტურნირის მეორე  ეტაპის, მეოთხედფინალში გასული გუნდების კენჭისყრა გაიმართა. 12 გუნდიდან 8 გუნდი რეგიონის სკოლებს წარმოადგენს, მეოთხედფინალში დედაქალაქის 4 სკოლის გუნდი მონაწილეობს.

,,მხიარული სტარტების” მიზანია სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრების მეშვეობით, მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდი თაობის ცნობიერებაში ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თვითრეალიზებაში დახმარება, მზრუნველობა მოკლებული და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ,,მხიარული სტარტების” თამაშებში მონაწილეობის ხელშეწყობა და შესაბამისი პირობების მომზადება.

ღონისძებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ტურნირში მონაწილე სკოლების წარმომადგენლები და ორგანიზატორები დაესწრნენ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე