ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო ტენდერი პროფესიული განათლების პროექტის კონტრაქტორი ორგანიზაციის შესარჩევად

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის პროფესიული განათლების კომპონენტის ფარგლებში, აცხადებს პროფესიული განათლების პროექტის კონტრაქტორი ორგანიზაციის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასა და კომპანიას.

საქართველოს მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის 16 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას (გრანტის სახით) განიხილავენ.  კორპორაციის ინიციატივით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:

(ა) გრანტების გაცემა პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება:

•  წინადადებები შრომითი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებით, ასევე  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით.

•  განაცხადები ადამიანური რესურსის გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და დამსაქმებლებთან არსებული კავშირის/პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.

(ბ) ტექნიკური  და ექსპერტული დახმარების გაწევა პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებისათვის;

(გ) პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და ინდუსტრიას (კერძო სექტორს) შორის არსებული წარმატებული მაგალითების მოძიება და ხელშეწყობა.

მოცემული მიზნების მიღწევისათვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს საერთაშორისო ტენდერს პროექტის განმახორციელებელი კონტრაქტორი ორგანიზაციის (Industry-led Skills and Workforce Development Project Manager) შერჩევისათვის.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე