ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე რეგიონებში სასწავლო დაწესებულებებს ეცნობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქუთაისში პროფესიული კოლეჯი „იბერია“მოინახულეს და სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.

საგაზაფხულო მიღებაზე,  პროფესიულ კოლეჯში „იბერია“  500-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, მათ შორის 20 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა (სსსმ). აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მეტი სსსმ პირი სწორედ, ამ სასწავლებელში დარეგისტრირდა, მათი რიცხვი გასულ წელს ამ კოლეჯში მხოლოდ ექვსი იყო.

კოლეჯში  პროფესიები შერჩეულია რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. შესაბამისად, მაღალია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, სწავლება კი, შემდეგ სპეციალობებზე მიმდინარეობს: მზარეული, კონდიტერი, მემცენარე, მეფუტკრე, სასტუმრო, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, ელექტრიკოსი,  მღებავი,  მეფილე-მომპირკეთებელი, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ავტომობილის ზეინკალი, კალატოზი, დურგალი, შემდუღებელი, გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, .სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სტილისტი, ბუღალტერი, კომპიუტერული გრაფიკოსი,  ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი).

განახლებული ინფრასტრუქტურის პროფესიული სასწავლებელი აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე