ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრემიერ-მინისტრმა სოფელ სადგურ სვირში მშენებარე სკოლა მოინახულა

სოფელ სადგური სვირის მოსახლეობას მომავალი სასწავლო წლიდან ახალი სკოლა ექნება. 120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური პედაგოგებს და მოსწავლეებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ განათლება მთავრობის პრიორიტეტია და ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

სვირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა პრემიერს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ახალი სკოლის მშენებლობით, სოფლის ერთ-ერთი დიდი პრობლემა გადაიჭრება, ბავშვებს კი სასწავლო გარემო გაუუმჯობესდებათ. 
მათი განმარტებით, დღეს სასწავლო პროცესი სოფლის განაპირას მდებარე რკინიგზის მაღალიძაბვის წნევის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობებში მიმდინარეობს, სადაც არ არის ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ნაგებობიდან 25მეტრში კი მუშაობს მაღალი ძაბვის წნევის ქვესადგურიდა შენობის თავზე გადის ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მქონე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. როგორც პრემიერმა განაცხადა, ხარისხიანი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების განათლების გარეშე ქვეყნის წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია. „განათლებაა სწორედ ის, რაც ჩვენს სამშობლოს განვითარებული ევროპული ქვეყნების რიგებში ჩააყენებს. ამიტომ, ჩვენი მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, რომ მოსწავლეებს და სტუდენტებს შეუქმნას ყველა საჭირო პირობა ცოდნის მისაღებად. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ დროთა განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სასწავლო დაწესებულებები შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს და მოგვცეს განათლებული ახალგაზრდობის მთელი თაობა, რომელიც იქნებაკონკურენტუნარიანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

სადგური სვირის სკოლის მშენებლობა სამი თვეა მიმდინარეობს და სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი. სკოლის მშენებლობა სექტემბრის თვეში დასრულდება. მთავრობის მეთაურის განმარტებით,საქართველოს მასშტაბით 9 ახალი სკოლა შენდება,ასევე, 2014 წლის განმავლობაში 340-მდე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე