ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტრომ ეროვნულ ბანკთან ერთად ახალ პროექტი დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მხარდაჭერის ასოციაციის თავმჯდომარემ  არჩილ ბაკურაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითალისწინებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სტაჟირებას მიკროსაფინასო ორგანიზაციებში და ამით,  მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

ხელშეკრულება უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი იმ სტუდენტების პროფესიული უნარების განმტკიცებასა და მათთვის დასაქმების ხელმისაწვდომობას, რომლებიც სწავლობენ აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პირველი და მეორე საფეხურების  საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსებისა და მარკეტინგის სპეციალობაზე.

სტუდენტები საქართველოს მასშტაბით მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გაივლიან სტაჟირებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიციის ამაღლებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ  წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე