ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მემორანდუმი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის

მოსწავლეებში დანაშაულის პრევენციის, სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებისა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, სამოქალაქო განათლების კურსის, სამართლებრივი საკითხებისა და სამართლებრივი კულტურის სწავლების ფარგლებში, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მემორანდუმის ფარგლებში, მთავარი პროკურატურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სკოლების ინფორმირებას უზრუნველყოფს  და ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. მენტალური და ემოციური მზაობიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ  განსაზღვრული იქნება საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფებიც.

საგანმანათლებლო პროექტში გამოსაყენებული როგორც თეორიული და ვიზუალური მასალები, ასევე საინფორმაციო შეხვედრების გეგმა და თემატიკა, სამინისტროსა და პროკურატურას შორის ერთობლივად შემუშავდება.   

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე