ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლია გიგაურმა ვეტერან პედაგოგს გამარჯვების დღე მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური 73-ე საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელს ბატონ ზიადინ გამიდოვს ოჯახში ეწვია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და დაბადების 89-ე წლისთავთან დაკავშირებით საჩუქრები  გადასცა.

დიდი სამამულო ომის  ვეტერანი ზიადინ  გამიდოვი 1943-44 წლებში უკრაინის ფრონტზე იბრძოდა, ორჯერ დაიჭრა, ორჯერ აქვს მიღებული „სამამულო ომის I ხარისხის“ და „კრასნაია ზვეზდას“ ორდენები. ასევე დაჯილდოებულია   რამდენიმე მედალით.

1955 წელს ზიადინ გამიდოვმა დაამთავრა ქალაქ თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1955 წლიდან დღემდე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი, მათ შორის „ღირსების ორდენი“.  

ლია გიგაურმა  მადლობა გადაუხადა ომისა და შრომის ვეტერანს ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის.

მინისტრის მოადგილემ 9 მაისი ასევე ყველა ომის მონაწილე ვეტერან პედაგოგს მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე