ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დაჯილდოება ევროპის კვირეულის ფარგლებში

ევროპის კვირეულის ფარგლებში კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარმა სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში ოლივერ რაისნერმა დააჯილდოვეს.

ევროპის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებისთვის ორი კონკურსი გამოაცხადა:

1. ნახატების კონკურსი საჯარო და კერძო სკოლების I-IX კლასის მოსწავლეებისთვის (ორ ასაკობრივ ჯგუფში I-VI, VII-IX კლასები) თემაზე ”გზა ევროპისკენ”.

2. ფოტოკონკურსი საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისთვის თემაზე ”საქართველო ევროპული ქვეყანა”.

საკონკურსო კომისიამ ნახატების კონკურსში 6 საპრიზო ადგილი გამოავლინა. ასევე, შეირჩა 17 ნამუშევარი, რომელთა ავტორებსაც წამახალისებელი სიგელები გადაეცათ. I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ. შესაბამისად, გადაეცათ: 250, 150 და 100 ლარიანი საჩუქარი.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე