ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ჟირი ზლატუშკას და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნიცკი და მისი მოადგილე ვერონიკა სიდო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და   ჩეხეთის რესპუბლიკის  განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და  მეცნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, გამოიკვეთა ასევე  მრავალი ახალი თანამშრომლობითი ინიციატივა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას. როგორც მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობა გაგრძელდება და შემუშავდება ერთობლივი პროექტები, მოხდება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა. ორმხრივი ურთიერთობები საშუალებას მისცემს ქართველ ახალგაზრდებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს ჩაერთონ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასახვა ერთობლივ პროექტებში.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე