ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფოთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი (ტესტირება)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და გლდანი-ნაძალადევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა ტესტირება გაიმართება 2014 წლის 22 მაისს 10 საათზე,  სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ფანჯიკიძის ქ. N1ა). 

ტესტირებაზე დაშვებული კონკურსანტების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ ტესტში შესულ საკითხებში გათვალისწინებულია არსებული საკანონმდებლო ცვლილებები (ბმულის სახით იხილეთ ტესტის სტრუქტურა).

ტესტირებაზე დაშვებულმა კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანებით გამოცხადებული კონკურსანტი არ დაიშვება ტესტირებაზე. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება კონკურსანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

ტესტირების მიმდინარეობისას კონკურსანტს ეკრძალება:

  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
  • დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება (სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად);
  • საგამოცდო მაგიდაზე დამხმარე ფურცლის, საწერი კალმის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
  • კოორდინატორის/დამკვირვებლის მითითების გარეშე ტესტზე მუშაობის დაწყება;
  • ტესტზე მუშაობის გაგრძელება საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე